რა არის დექსალგინი®?

დექსალგინი® არის ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

დექსალგინი® არის სწრაფი და ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი.

დექსალგინი® ხელმისაწვდომია აფთიაქებში – შემოგარსული ტაბლეტების და წყალში სწრაფად ხსნადი გრანულების შემცველი საშეტის ფორმით: შეფუთვაშია 10 ტაბლეტი და 20 საშეტი.

დექსალგინი® საშეტი არ შეიცავს ლაქტოზას, რაც ყურადსაღებია მზარდი რაოდენობის იმ ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზის მიმართ აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ფრუქტოზის მიმართ აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზას უკმარისობა, არ უნდა მიიღონ მედიკამენტი. ასევე საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის.

დექსალგინი® ზოგადად კარგად აიტანება.

დექსალგინის რომელი ფორმა უნდა ავირჩიოთ: ტაბლეტი თუ საშეტი?

25 მგ შემოგარსული ტაბლეტები 10-ცალიანი შეფუთვით.

დექსალგინის ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მწვავე ტკივილისას მიიღეთ ტაბლეტები მშიერ კუჭზე, ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე, ეს საშუალებას აძლევს მედიკამენტს, უფრო სწრაფად იმოქმედოს.

დექსალგინი® 25 მგ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად; შეფუთვაშია 20 საშეტი.

დექსალგინი® საშეტის შემცველი გრანულები უნდა გახსნათ ჭიქა წყალში და კარგად შეანჯღრიოთ სრულად გახსნამდე. მომზადებული ხსნარი მიიღება დაუყოვნებლივ, გრანულების გახსნისთანავე.

ტკივილის სწრაფი გაყუჩებისთვის მიიღეთ დექსალგინი® საშეტი მშიერ კუჭზე, ჭამამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე. ამ გზით ის უფრო ადვილად შეიწოვება.

როგორ გამოვიყენოთ დექსალგინი®?

დექსალგინი® სწრაფად შეიწოვება.

დექსალგინი® ტაბლეტის ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა, ტკივილის ტიპისა და გამოხატულების მიხედვით, შეადგენს 12,5 მგ-ს ყოველ 4-6 საათში ან 25 მგ-ს ყოველ 8 საათში. ხოლო, დექსალგინი® საშეტის რეკომენდებული დოზაა 25 მგ 8 საათში ერთხელ. 

 

დექსალგინი® ტაბლეტის ან საშეტის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 საშეტს/ტაბლეტს დღეში (3X25 მგ, ე.ი. 75 მგ/დღეში).

თუ ხართ ხანშიშესული ან გაწუხებთ თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემები, მკურნალობა დაიწყეთ 2 ტაბლეტის/საშეტის გამოყენებით (2X25 მგ; ე.ი 50 მგ/დღეში).

გთხოვთ, გაეცნოთ დექსალგინის გამოყენების ინსტრუქციას.

არასასურველი ეფექტები შეიძლება შემცირდეს პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით და სიმპტომების მოსახსნელად მკურნალობის საკმარისი ხანმოკლე კურსით.

დექსალგინი® საშეტი და ტაბლეტები არ არის განკუთვნილი გრძელვადიანი გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს სიმპტომური პერიოდით.

დექსალგინი® ყოველთვის მიიღეთ ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაციის ან ექიმის და ფარმაცევტის რჩევის შესაბამისად. პრეპარატის დოზირების შესახებ რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ონლაინ შეძენა