რა არის ვიზუალური ანალოგური სკალა?
ტკივილი სუბიექტური გამოცდილებაა. მისი გარედან დანახვა შეუძლებელია და მისი ობიექტურად გაზომვა რთულია.
ტკივილის განცდის შესაფასებლად პაციენტები და ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალები იყენებენ ინსტრუმენტს, რომელსაც ვიზუალური ანალოგური სკალა ეწოდება..
ვიზუალური ანალოგური სკალა შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის ფიზიკური შეგრძნებების , როგორიცაა ტკივილი ან სისუსტე, სიმძაფრის გასაზომად იყენებს 0-დან 10-მდე მცოცავ სკალას.
ის ზოგადად სამედიცინო მიზნით გამოიყენება და გვეხმარება, თვალი მივადევნოთ სიმპტომების ცვლილებებს დროთა განმავლობაში.
როდის უნდა გამოიყენოთ ვიზუალური ანალოგური სკალა?
- ვიზუალური ანალოგიური სკალა შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმპტომების სიმძიმის სწრაფი შეფასებისთვის.
- სკალა გამოგვადგება ავადმყოფობის სიმძიმისა და მიმდინარეობის შესაფასებლადაც.
- ვიზუალური ანალოგიური სკალით სწორად მივადევნებთ თვალს სიმპტომების ინტენსივობას და მკურნალობის ეფექტიანობას.
- მისი გამოყენება მარტივია, ზოგავს დროს და საკმაოდ ზუსტია.
- ვიზუალური ანალოგიური სკალა გამოიყენება იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სხვა სკალებით (მაგ., რიცხვითი შეფასების სკალა) ვერ ახერხებენ საკუთარი ტკივილის შეფასებას.
როგორ გამოიყურება
ვიზუალური ანალოგური სკალა?
ის წარმოადგენს 10 სმ სიგრძის დანაყოფებიან ხაზს ორი უკიდურესობით, რომელთაგან 0 ნიშნავს: „ტკივილი არ არის“, ხოლო 10 „ტკივილი იმდენად ძლიერია, რამდენადაც
შესაძლებელია იყოს“.
რამდენად ინტენსიურია თქვენი ტკივილი?
შეარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ ტკივილს.




0 ტკივილი არ არის
თქვენი მკურნალობა შედეგიანია! ასე გააგრძელეთ! აქტიურობა და კუნთების დაძაბვა უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების წესის განუყრელი ნაწილი და, ასევე, მსუბუქი, მაგრამ ხშირად ვარჯიში!
1-3 მსუბუქი ტკივილი
გააკეთეთ რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში! მარტივ ყოველდღიურ აქტივობებს, როგორიცაა სიარული, ცურვა, ბაღის მოვლა ან ცეკვა, შეუძლია შეამსუბუქოს ტკივილი უშუალოდ ტვინისკენ ტკივილის სიგნალების დაბლოკვით.
აქტივობა, ასევე, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ხისტი და დაძაბული კუნთების, მყესებისა და სახსრების გაჭიმვით.




4-6 ზომიერი ტკივილი
ნუ გაზრდით ტკივილგამაყუჩებლის დოზას ექიმთან შეთანხმების გარეშე.
დოზის გაზრდამ შეიძლება არ შეამსუბუქოს ტკივილი და ზიანი კი მოგაყენოთ.
ყურადღება ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე უფრო გაამახვილეთ, ვიდრე ტკივილის გაქრობაზე.
7-9 ძლიერი ტკივილი
ეცადეთ, არ მისცეთ უფლება ტკივილს ხელი შეგიშალოთ ისე ცხოვრებაში, როგორც გსურთ. სცადეთ, ფრთხილად დააბრუნოთ კალაპოტში ის აქტივობები, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. შეიძლება ზოგიერთი აქტივობისგან თავის შეკავება დაგჭირდეთ, თუ ტკივილი გამწვავდა და შემდეგ, ტკივილის შემსუბუქებისას, თანდათან, კვლავ დაუბრუნდეთ მათ. კონცენტრირდით სახალისო და სასარგებლო აქტივობების ძიებაზე, რომლებიც არ გაგიმწვავებთ ტკივილს.
ექიმთან შეთანხმებით შეიმუშავეთ სირთულეების დაძლევის ახალი სტრატეგიები და უნარების განვითარების გეგმა.




10 უძლიერესი ტკივილი
რაც შეიძლება მალე მიმართეთ დახმარებისთვის პროფესიონალს!