Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.
დექსკეტოპროფენი

როგორ მივიღოთ

აღმოაჩინეთ დექსალგინი

გაიგეთ, როგორ მიიღოთ დექსალგინი ეფექტურად, რაში დაგეხმარებათ და რომელია თქვენთვის საუკეთესო ფორმა.

გამოყენება

დექსალგინი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებად (არასტეროიდები) წოდებულ ჯგუფს.

დექსალგინი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის ტკივილი.

ხანდაზმული ქალი ეხება მის მხარს
ხანდაზმული ქალი ეხება მის მხარს
მორბენალი კაცი
მორბენალი კაცი

რატომ უნდა ავირჩიოთ დექსალგინი?

  • დადასტურებული ეფექტიანობა სხვადასხვა სახის ტკივილის წინააღმდეგ.
  • მოქმედების სწრაფი დაწყება მიღებიდან 30 წუთში.
  • შესაძლებელია მისი მიღება მშიერ კუჭზე.*
  • ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, მორგებულია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საჭიროებებზე.
  • ეფექტი გრძელდება 4-დან 6 საათამდე

* საკვებთან ერთდროული მიღება ანელებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს, ამიტომ მწვავე ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია მისი მიღება კვებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

    ტაბლეტები

    • მიიღეთ 1 ტაბლეტი (25 მგ) ყოველ 8 საათში, ან 25 მგ ტაბლეტის ნახევარი ყოველ 4-6 საათში.
    • არ მიიღოთ დღეში 3 ტაბლეტზე (75 მგ) მეტი. ანალგეზიური ეფექტი გრძელდება 4-დან 6 საათამდე.
    • მიიღეთ წყლის სათანადო რაოდენობასთან (1 სავსე ჭიქა) ერთად ან, ტკივილის უფრო სწარაფად შესამსუბუქებლად - მშიერ კუჭზე.
    • თუ ხანდაზმული ხართ ან გაქვთ ღვიძლისა და თირკმელების პრობლემა, არ მიიღოთ დღეში 2 ტაბლეტზე (50 მგ) მეტი.
    • უნდა მიიღოთ სიმპტომების შესამსუბუქებლად აუცილებელი უმცირესი ეფექტური დოზა უმოკლესი ხანგრძლივობით.
    • თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, დალიეთ მაშინვე, როცა გაგახსენდებათ, თუკი არ დამდგარა შემდეგი დოზის მიღების დრო.
    დექსალგინის გამოშვების ფორმა
    დექსალგინის გამოშვების ფორმა

    საშეტები

    არ მოგწონთ ტაბლეტი? სცადეთ საშეტი.

    • მიიღეთ 1 საშეტი (25 მგ) ყოველ 8 საათში, არაუმეტეს დღეში 3 საშეტისა (75 მგ).
    • გახსენით საშეტის სრული შემცველობა 1 ჭიქა წყალში.
    • კარგად შეანჯღრიეთ/მოურიეთ, რომ გრანულები გაიხსნას.
    • დალიეთ ხსნარი.
    დექსალგინის გამოშვების ფორმა
    დექსალგინის გამოშვების ფორმა