ხშირად დასმული კითხვები დექსალგინთან დაკავშირებით
სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია უმცირესი ეფექტიანი დოზის გამოყენება უმოკლესი ხანგრძლივობით.
დექსალგინი მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). თრგუნავს რა ანთებასა და ტკივილზე პასუხისმგებელ გარკვეულ ნივთიერებებს, დექსალგინი ამსუბუქებს ტკივილს.


დექსალგინი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა:
- კუნთების ტკივილი (მაგ., ზურგის მწვავე ტკივილი, ტრავმით გამოწვეული ტკივილი);
- მენსტრუალური ტკივილი;
- კბილის ტკივილი.
მიმართეთ ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ ტკივილი არ შემცირდა ან გაუარესდა.
თუ გამოგრჩათ დექსალგინის ერთი დოზა, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას მომდევნო მიღებაზე, გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზით.
დექსალგინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, გაქვთ თუ არა ჯანმრთელობის სხვა, მაგალითად, თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა. ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მკურნალობაზე და დოზის შეცვლაც კი დაგჭირდეთ. გააცანით ექიმს ყველა მედიკამენტი, რომელსაც იღებთ, რადგან დექსალგინი შეიძლება ურთიერთქმედებდეს მათთან და პირიქით. აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას, უკვე ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს.
დიახ, წამლის მიღება შესაძლებელია მშიერ კუჭზეც.
საკვებთან ერთდროული მიღება ანელებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს, ამიტომ
მწვავე ტკივილის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება:
- დექსალგინის ტაბლეტებისა საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე;
- დექსალგინი საშეტის კი - საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე;
ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს სერიოზული გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკის გამო, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის მწვავე სისხლდენა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე და ა.შ.
დექსალგინმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუ, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობა. ასეთ შემთხვევებში შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების, საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და მანქანის მართვის უნარი.