რა არის ტკივილი?
„ზოგჯერ მწვავე ტკივილი მაწუხებს და ძალიან მჭირდება მისი სწრაფი და ეფექტური გაყუჩება“.
ტკივილი უსიამოვნო სუბიექტური განცდაა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილების რეალურ ან შესაძლო დაზიანებასთან. ტკივილი, ჩვეულებრივ, დამცველობით როლს ასრულებს. მან შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის აქტივობასა და ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობაზე.




რატომ არის მნიშვნელოვანი ტკივილის გაყუჩება?
- არანამკურნალები ტკივილი დიდი ტვირთია. მას თან ახლავს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ტვირთი, რაც აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.
- ტკივილს შეუძლია ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება და პირად ურთიერთობებზე ზეგავლენა, ზოგჯერ კი, უარყოფითად მოქმედებს სამსახურის შენარჩუნებაზეც.
- ტკივილი აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
- მუდმივმა ტკივილმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჰორმონულ ცვლაზე, მეტაბოლიზმზე, გულის, საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემების მუშაობაზე.
რა არის ტკივილის სწრაფი და ეფექტიანი გაყუჩების ძირითადი სარგებელი?

გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი
ტკივილის სწრაფი გაყუჩება აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

კმაყოფილების შეგრძნება
ტკივილის ეფექტიანი მართვა ნიშნავს გაწეული დახმარებით პაციენტის კმაყოფილებას.

ამცირებს დაავადების ტვირთს
ამსუბუქებს პაციენტებისა და მათზე მზრუნველთა ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ტვირთს
დექსალგინი
დექსალგინი სწრაფად ხსნის სხვადასხვა სახის ტკივილს, როგორიცაა: ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, დისმენორეა, კბილის ტკივილი


ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის არსის გაგება შესაძლოა
იყოს თქვენი პირველი ნაბიჯი ტკივილის შემსუბუქებისკენ.


მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ
ზრდასრული ადამიანების დიდ ნაწილს განუცდია ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე.
მოსახლეობის 47%-ს აწუხებს ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი.
39-45%-ს შესაძლოა დასჭირდეს სამედიცინო დახმარება ხანგრძლივი პრობლემების დროს.
ტკივილს შეუძლია გააუარესოს ცხოვრების ხარისხი და გამოიწვიოს სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, თუ სათანადოდ არ არის მართული.
რა არის ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი?
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე- ქრონიკული და უკავშირდებოდეს ძვლებს, კუნთებს, იოგებს, მყესებსა და ნერვებსა კი.


რა იწვევს ჩონჩხ-კუნთოვან ტკივილს?
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის გავრცელებული მიზეზები:
- ძვლების მოტეხილობები;
- სახსრის ღრძობა /ამოვარდნილობა (როდესაც რაღაც აიძულებს სახსარს, შეიცვალოს ნორმალური პოზიცია);
- პირდაპირი დარტყმა კუნთებზე, ძვლებზე ან სახსრებზე;
- სპორტული მიკროტრავმები;
- სხეულის არასწორი პოზა;
- დაჭიმულობა;


რომელი მედიკამენტები გამოიყენება ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის სამკურნალოდ?
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა დექსალგინი, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის სწრაფ და ეფექტურ გაყუჩებას: ზურგის მწვავე ტკივილი, კიდურების დაზიანებასთან დაკავშირებული ან ოსტეოართრიტის თანმდევი მწვავე ტკივილი.


მენსტრუალური ტკივილი
მენსტრუალური ტკივილის არსის გაგება შეიძლება
ტკივილის შემსუბუქებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს.
რა არის მენსტრუალური ტკივილი?
მენსტრუალური ტკივილი შეიძლება სიტყვასიტყვით ითარგმნოს, როგორც "მძიმე ყოველთვიური დენა".
მენსტრუალური ტკივილი ჩნდება მუცლის ქვედა ნაწილში მენზისის ანუ მენსტრუაციის დროს და ასევე შეიძლება იგრძნობოდეს თეძოებში, წელის ქვედა ნაწილში ან ბარძაყების მიდამოებში. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან დაღლილობა.


რა იწვევს მენსტრუალურ ტკივილს?
ვარაუდობენ, რომ მენსტრუალურ ტკივილს განაპირობებს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების, პროსტაგლანდინების სიჭარბე - რომლებიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს. ტკივილი გამოწვეულია ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებით მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმი) ჩამოშლისას. ეს იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და მასში სისხლის მიწოდების შემცირებას.
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს მენსტრუალური ტკივილი: ნაკლები ვარჯიში, უკან გადახრილი საშვილოსნო; ხანგრძლივი, მძიმე ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი; ფსიქოლოგიური ან სოციალური სტრესი; მოწევა; ალკოჰოლის დალევა, ჭარბი წონა; დისმენორეა მემკვიდრეობაში; მენსტრუაციის დაწყება 12 წლამდე ასაკში.


რომელი მედიკამენტები გამოიყენება მენსტრუალური ტკივილის დროს?
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა დექსალგინი, უზრუნველყოფს მენსტრუალური ტკივილის სწრაფ და ეფექტურ გაყუჩებას


კბილის ტკივილი
კბილის ტკივილის არსის გაგება შესაძლოა
იყოს პირველი ნაბიჯი ტკივილის შემსუბუქებისკენ.
რა არის კბილის ტკივილი?
კბილის ტკივილი, რომელსაც სტომატოლოგიურ ტკივილსაც იწოდებენ, შეიძლება საკუთრივ კბილისმიერი იყოს ან მომდინარეობდეს სხვა წყაროებიდან. მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ძილზე, საკვების მიღებასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობაზე.


რა იწვევს კბილის ტკივილს?
კბილის ტკივილი აღმოცენდება, როდესაც ფესვში არსებული ნერვი ან კბილის გარემომცველი არე არის გაღიზიანებული. სტომატოლოგიური (კბილის) ინფექცია, კარიესი, დაზიანება ან კბილის ამოღება/ექსტრაქცია კბილის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.


რომელი მედიკამენტები გამოიყენება კბილის ტკივილის დროს?
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა დექსალგინი, უზრუნველყოფს ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებული კბილის ტკივილის სწრაფ და ეფექტურ გაყუჩებას. ასევე, ოპერაციამდე გამოყენებისას, შეიძლება ეფექტური იყოს ოპერაციის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად.

